среда, 18 ноября 2015 г.

მე 9 დღე

  • დღეს მეცადინეობის ბოლო დღეა.უდაოდ საინტერესო ტრენინგი იყო . მას უნაყოფოდ არ ჩაუვლია  გავიმეორეთ რაც ვისწავლეთ დაგვეხმარა მოცივატიის ამაღლებაში. 
  •  დღეს გავიმეორეთ რაც ვისწავლეთ.
  • შევქმენით სანიმუშო ტესტი მოსწავლისთვის . ვისწავლე ვიდეოს კოპირება youtube.com იდან. 
  • გავასწორეთ შეცდომები და გაურკვეველი საკითთხები გავარჩიეთ ტრენერთან.
  • განვიხილეთ პორტფოლიოს გეგმა

ზღაპარი 12 თვე


суббота, 14 ноября 2015 г.

დღე მე-8

  • შევადგინე ჩემი ჩექლისტი და შევავსე კოლაბორაციული შეფასება.
  • ჩამოვტვირთე დამხმარე რესურსები: პედაგოგის ჩექლისტი, პორტფოლიოს ჩექლისტი. პრეზენტაციის რუბრიკა. ჯგუფების დაყოფა, ჯგუფევის შექმნა. ფოტოგრაფიკის პრეზენტაცია.
  • ვისწავლე დისკზე საქაღალდის გახსნა და შევქმენი შესაბამისი საქაღალდეები. ვისწავლე ფაილებისა და საქაღალდეების ატვირთვა დისკზე. ასევე ფოსტაზე ატვირთული ფაილების გადატანა შესაბამის საქაღალდეში. საქაღალდე მივაბი ბლოგზე. გავაკეთე კითხვა-პასუხის ტესტი. მივიღე დავალება: მოვახდინო ჩემი შექმნილი ფაილების რედაქტირება, თუ საჭიროა. დავასრულო შეფასებები. ვიცი მინდა ვიცოდე ფორმის შექმნა დისკზე. გავაკეთო პრეზენტაცია მოსწავლის ნიმუში

пятница, 13 ноября 2015 г.

დღე VII

რეფლექსია
  •    მეშვიდე დღეს განვიხილეთ პრეზენტაციები. მოვამზადეთ  მოსწავლის ჩეკლისტი.
  • განვიხილეთ შეფასების რუბრიკები. ტრენერმა აგვიხსნა  excellis პროგრამის მნიშვნელობა შეფასების რუბრიკის შექმნისას.
  • ასევე გავეცანით შეფასების რუბრიკას ,,ვიცი, მინდა ვიცოდე და კოლაბორაციულ შეფასებებს" მივიღეთ საშინაო დავალება შევადგინოთ ჩეკლისტი. წავიკითხოთ კიდევ ერთხელ მოდული 4 და მოდული 5.

вторник, 10 ноября 2015 г.

მე 6 დღე

მე 6 დღე

·        გავიმეორეთ, როგორ ხდება ბლოგის დიზაინის ცვლილება.
·        ვისწავლე ბუკლეტის გაკეთება და ტრენერმა მაჩვენა, როგორ უნდა გავაფორმო ბუკლეტი სურათებით.
·        ვისწავლე პრეზენტაციი მომზადება.

დავალება : დავამზადოთ ბუკლეტი.
                     პრეზენტაცია  მოვამზადოთ POVER POINT-ის პროგრამაში.



მე 5 დღე.

 მე 5 დღე.
  • განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.მაგალითად:

       ვიცი-მინდა ვიცოდევისწავლე დიაგრამა: K-W- L-           დიაგრამები ეხმარებიან მოსწავლეებს იმის გააზრებაშითუ რა იციან საკითხის შესახებრისი ცოდნა უნდათ,  რა ისწავლეს და კიდევ რა არის შესასწავლი
  • გადავხედეთ 5 სტრატეგია, მეთოდები გამოვიყენეთ ყველა ეტაპზე, ეს დაგვეხმარება საქმიანობის დაგეგმვაში
  • ვისწავლე სხვადასხვა პროგრამის მოძებნა
  • ვისწავლე ვიდეოების და სლაიდების ატვირთვა, ინტერნეტრესურსების გამოყენება.


დავალება:  1) გააკეთეთ ბუკლეტის მონახაზი, დაფიქრდით რა სტატიები                           შეიძლება მოთავსდეს ამ ბუკლეტებში.

                     2) დავხვეწოთ პროექტის შინაარსი, გადავხედოთ  მიზნებს,                                    მიმართულება მივცეთ საკვანძო სიტყვებს.

воскресенье, 1 ноября 2015 г.

დღე 4

დღე  მე - 4.
განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავეცანით ბლოგის დიზაინის დეტალებს: როგორ შევცვალოთ ფონი, შრიფტის ზომა.
ტრენერმა მოგვცა დავალება გავცნობოდით პროექტის II მოდულის II-III აქტივობას. საწყის შუა და ბოლო ეტაპზე მუშაობისას შეფასების რა ფორმებს გამოვიყენებთ ბლოგზე დავწეროთ IVდღის რეფლექსია.

пятница, 30 октября 2015 г.

დღე მე-3

 ვისწავლე ბლოგის შექმნა, შევქმენი  ჩემი   ბლოგი. გავეცანი ბლოგში მუშაობის თავისებურებებს. გავიგე ბლოგის დანიშნულება. დავწერე პირველი ორი დღის რეფლექსიები. მოდულ 2-ში, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები განვიხილე. ჯგუფურად ვიმუშავეთ ერთ-ერთი პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო  კითხვებზე და განვიხილეთ თითოეული ჯგუფის ნამუშევარი. გავუგზავნე გიორგი ბლოგის მისამართი.
         ზოგადი:*როგორ  ვიყენებთ  თავისუფალ   დროს?  
          თემატური:* როგორ  ითანამშრომლებთ ერთმანეთთან მხატვრული  ნაწარმოების კითხვის  დროს?
     *რა  განსხვავებაა  წაკითხულ  ზღაპარსა  და  დადგმულ  სპექტაკლს  შორის?
      *როგორ  მხატვრულ   ენას  იყენებენ  გმირები?
     * იპოვეთ  განსხვავება  რუსულსა  და  ქართული  ენის ფრაზეოლოგიებში?
     *როგორი   გმირები  გვხდება  ზღაპრებში?
      *დადებითია  თუ  უარყოფითი  პერსონაჟი  სახელმწიფოს  მმართველი ზღაპარში?
      *როგორ  წარმოგიდგენიათ  თქვენი  თავი  ამა  თუ  იმ   გმირის  როლში?
     *როგორ  ესკიზებს  დაამზადებთ  გმირების  შესამოსად?
    
        შინაარსობრივი:*რომელ  პერსონაჟებს  გავეცანით?
         * როგორ   გარემოში  მიმდინარეობს   მოქმედება  ზღაპარში?
         *   როგორ  არის   აღწერილი  წელიწადის  დროები  ზღაპარში?
          * როგორ   წარმოაჩინა  მუსიკამ  გმირების   ხასიათი?
         *როგორ  აღწერს  ავტორი  წელიწადის   თითოეულ  დროს?
          *რომელი  უარყოფითი  თვისებებია  აღწერილი  ზღაპრის  გმირების  ხასიათში?
          *რითი   განსხვავდება   ორი  გოგონა   ერთმანეთისაგან?
          *ზღაპარში  ვინ  მართავს  სახელმწიფოს?
          *რამ  აიძულა  დედინაცვალი  გაეგდო  გერი  გარეთ?
         *რით  განსხვავდება  გერისა  და  პრინცესას  ჩაცმულობა?
          *ვინ  გინდა  იყო  ამ  ზღაპარში?

დღე 2

წარვადგინე ჩემი თემა ზღაპარი  ,, თორმეტი თვე" ვისწავლე ელ ფოსტაზე მუშაობა. ვორდის ფაილის შენახვა. ვნახე ვიდეო გაკვეთილები და მივიღე დავალებად. დანარჩენი ვიდეო გაკვეთილების ნახვა : პროექტის სრულყოფა, პროექტის მიზნები და შედეგები.

დღე I

პერველ დღეს გავეცანი საიტებს, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელო შემდეგ მეცადინეობებზე.მეცადინეობა იყო ძალიან საინტერესო, შევქმენი საკუთარი მაილი. შევავსე პროექტის შაბლონი. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარჩვევებს. გავეცანი  იმ ვებგვერდებს , რომელიც დამეხმარება პროექტზე მუშაობისას.