ვისწავლე ბლოგის შექმნა, შევქმენი ჩემი ბლოგი. გავეცანი ბლოგში მუშაობის თავისებურებებს. გავიგე ბლოგის დანიშნულება. დავწერე პირველი ორი დღის რეფლექსიები. მოდულ 2-ში, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები განვიხილე. ჯგუფურად ვიმუშავეთ ერთ-ერთი პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე და განვიხილეთ თითოეული ჯგუფის ნამუშევარი. გავუგზავნე გიორგი ბლოგის მისამართი.
ზოგადი:*როგორ ვიყენებთ თავისუფალ დროს?
თემატური:* როგორ ითანამშრომლებთ ერთმანეთთან მხატვრული ნაწარმოების კითხვის დროს?
*რა განსხვავებაა წაკითხულ ზღაპარსა და დადგმულ სპექტაკლს შორის?
*როგორ მხატვრულ ენას იყენებენ გმირები?
* იპოვეთ განსხვავება რუსულსა და ქართული ენის ფრაზეოლოგიებში?
*როგორი გმირები გვხდება ზღაპრებში?
*დადებითია თუ უარყოფითი პერსონაჟი სახელმწიფოს მმართველი ზღაპარში?
*როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ამა თუ იმ გმირის როლში?
*როგორ ესკიზებს დაამზადებთ გმირების შესამოსად?
შინაარსობრივი:*რომელ პერსონაჟებს გავეცანით?
* როგორ გარემოში მიმდინარეობს მოქმედება ზღაპარში?
* როგორ არის აღწერილი წელიწადის დროები ზღაპარში?
* როგორ წარმოაჩინა მუსიკამ გმირების ხასიათი?
*როგორ აღწერს ავტორი წელიწადის თითოეულ დროს?
*რომელი უარყოფითი თვისებებია აღწერილი ზღაპრის გმირების ხასიათში?
*რითი განსხვავდება ორი გოგონა ერთმანეთისაგან?
*ზღაპარში ვინ მართავს სახელმწიფოს?
*რამ აიძულა დედინაცვალი გაეგდო გერი გარეთ?
*რით განსხვავდება გერისა და პრინცესას ჩაცმულობა?
*ვინ გინდა იყო ამ ზღაპარში?